პროექტებით სწავლება
Sunday, November 1, 2015
მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია
განვიხილეთ მეშვიდე მოდული-ფასილიტაცია ტექნოლოგიებით,ვისწავლეთ თუ როგორ
უნდა
განვათავსოთ
ბლოგზე
ჩვენი
ნაშრომები,როგორ
გამოვიყენოთ
ტექნოლოგიები
სასწავლო
პროცესის
გასაუმჯობესებლად.
მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის
გეგმას,შევქმენით
მასალები
და გავაკეთეთ
რეფლექსია მიღებულ
ცოდნაზე.
საინტერესო
იყო
ბატონი
გიორგის
ტრენინგი.ყოველი
საათი
დატვირთული
იყო
სიახლეებით.
მადლობა
ტრენერს
იმისათვის,
რომ
დაგვეხმარა
თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო ღრმად
შესწავლაში.
მერვე ტრენინგდღის რეფლექსია.
მოვაწესრიგეთ პორტფოლიო, დავასრულეთ შეფასების სტრატეგიების განხილვა. კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ ჩვენი პროექტი და მივეცით საბოლოო სახე. ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე. გავაფორმეთ ვიზუალურად.
მეშვიდე ტრენინგდღის რეფლექსია
მეშვიდე დღეს დავასრულეთ სლაიდების გაკეთება პრეზენტაციისთვის. ინტერნეტით მოძიებული სურათების სლაიდებში ჩასმა. ვიზუალური გაფორმება. გადავამოწმეთ შეფასებისა და სწავლების სტრატეგიები და მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო.
Sunday, October 25, 2015
მეხუთე და მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია
მეხუთე დღეს გავაგრძელეთშეფასების რუბრიკაზე მუშაობა. ვიმუშავეთ საბოლოო რუბრიკაზე. დავამუშავეთ მულტიმედიური შეფასების რუბრიკა, მეექვსე დღეს დავიწყეთ პრეზენტაციის შაბლონის და პრეზენტაციის გაკეთება. შევქმენით მოსწავლს სავარაუდო ნამუშევარი.პროექტის თემიდან გამომდინარე ინტერნეტიდან გადმოვიწერეთ სურათები და ჩავსვით სლაიდებში
Saturday, October 17, 2015
მეოთხე ტრენინგდღის რეფლექსია
მეოთხე დღეს დავიწყე მუშაობა შეფასებებზე, კერძოდ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაზე და წინარე ცოდნის შეფასებაზე. ამ შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება ხელს შეუწყობს პროექტის მიმდინარეობას რადგანაც უკვე მეცოდინება მოსწავლეთა მომზადების დონე და ის შესაძლო პრობლემები რაც შეიძლება პროექტის მიმდინარეობისას შემხვდეს.
მესამე ტრენინგდღის რეფლექსია
მესამე ტრენინგდღე ნაყოფიერი გამოდგა. ჩვენს საპროექტო თემას შევურჩიეთ საგნობრივი სტანდარტები, ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები და მიმართულების მიმცემი კითხვები. კითხვები დაეხმარება მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებაში.
Subscribe to:
Posts (Atom)