Sunday, October 25, 2015

მეხუთე და მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია

მეხუთე დღეს გავაგრძელეთშეფასების რუბრიკაზე მუშაობა. ვიმუშავეთ საბოლოო რუბრიკაზე. დავამუშავეთ მულტიმედიური შეფასების რუბრიკა, მეექვსე დღეს დავიწყეთ პრეზენტაციის  შაბლონის და პრეზენტაციის გაკეთება.  შევქმენით მოსწავლს სავარაუდო ნამუშევარი.პროექტის თემიდან გამომდინარე ინტერნეტიდან გადმოვიწერეთ სურათები და ჩავსვით სლაიდებში

Saturday, October 17, 2015

მეოთხე ტრენინგდღის რეფლექსია

მეოთხე დღეს დავიწყე მუშაობა შეფასებებზე, კერძოდ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაზე და წინარე ცოდნის შეფასებაზე. ამ შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება ხელს შეუწყობს პროექტის მიმდინარეობას რადგანაც უკვე მეცოდინება მოსწავლეთა მომზადების დონე და ის შესაძლო პრობლემები რაც შეიძლება პროექტის მიმდინარეობისას შემხვდეს.

მესამე ტრენინგდღის რეფლექსია

მესამე ტრენინგდღე ნაყოფიერი გამოდგა. ჩვენს საპროექტო თემას შევურჩიეთ საგნობრივი სტანდარტები, ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები და მიმართულების მიმცემი კითხვები.  კითხვები დაეხმარება მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებაში.

პირველი მოდულის რეფლექსია

პირველ მოდულში გავეცანით პროექტებით სწავლების უპირატესობებს.  ეს მეთოდი მეტად ეფექტურია და ძალიან გამომადგება სწავლების პროცესში. ვფიქრობ არ გამიჭირდება ტრენინგის მასალის ათვისება.